„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი საზოგადო კრება

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი საზოგადო კრება 1879 წლის 15 მაისს, 11 საათზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა. ამ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), ხაზინდარი და სეკრეტარი (მდივანი).

დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან, ივანე მაჩაბელთან, ნიკო ცხვედაძესთან და რაფიელ ერისთავთან ერთად, „დაწესების“ ოქმს ხელს სეკრეტარი (მდივანი) ალექსანდრე სარაჯიშვილი აწერდა.

მწერალი, პუბლიცისტი, მკვლევარი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე სარაჯიშვილი არის სარაჯიშვილების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ალექსანდრე სარაჯიშვილმა ერთმა პირველთაგანმა მოჰკიდა ხელი ვეფხისტყაოსნის ტექსტის ანალიზს და წარუშლელი კვალი დატოვა რუსთველოლოგიური პრობლემების კვლევის დარგში.

 

📸 Saradjishvili.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები