ჩვენს ქვეყანას FITUR – ზე საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია წარადგენს

მსოფლიოში ცნობილი FITUR -ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შარშან COVID-19 ის გამო გადაიდო, დაბრუნდა და  კვლავ ჩატარდება. 

ახლახანს  დაარსებული, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია (GETA) მსოფლიოს ენოტურიზმის ასოციაციიდან ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვიეს.

შეხვედრა FITUR-ის  პროგრამის ერთ – ერთი ნაწილია, სათაურით – საერთაშორისო, მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეულნი არიან საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, გერმანია, საბერძნეთი, არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, მექსიკა, ამერიკა.

ჩვენს ქვეყანას საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია წარადგენს.

შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები