როგორ გავხდეთ კარგი მშობელი? –  რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ შვილთან ურთიერთობისას

როგორ გავხდე კარგი მშობელი?- ალბათ ეს შეკითხვა თქვენი თავისთვის ერთხელ მაინც დაგისვამთ და თუ გაინტერესებთ პასუხი, მაშინ უყურეთ ვიდეობლოგს და გაიცანით ადამიანი, რომელიც საინტერესო რჩევებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

თინათინ ზენაიშვილი არის 4 შვილი დედა, პროფესიით ფსიქოლოგი, დამოუკიდებელი ტრენერი, მას ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დღეს ბევრი მშობელი მოძველებულ აღზრდის მეთოდებსა თუ მიდგომებს იყენებს, მაშინ როცა თანამედროვე სამყაროში, მოზარდი თაობა სულ სხვაგვარ ურთიერთობას საჭიროებს. რა არის ის მთავარი შეცდომები, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ? რომელია ყველაზე დემოკრატიული, ჰუმანური და თერაპიული მეთოდი არსებულ მიდგომებს შორის და როგორ ერგება ყველა ეროვნების ადამიანს?  ხშირად მშობლებს უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა ზედმეტ მზურველობასა და გულგრილობას შორის – მოისმინეთ ინტერვიუში რამდენიმე საბაზისო რჩევა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

,,სულ ვამბობ ხოლმე, იყო მშობელი არის პროფესია. ისევე როგორც ნებისმიერ პროფესიას სჭირდება ხანგრძლივი შრომა და სწავლა, რომ შემდგარი და წარმატებული იყო, ზუსტად ასევეა აქაც. მე 4 შვილის დედა ვარ და დღემდე ვსწავლობ ჩემს შვილებთან ურთიერთობას. მშობელმა შვილის აღზრდაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს მაშინვე, როგორც კი პატარა ჩაისახება დედის წიაღში. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შევისწავლოთ და ვიცნობდეთ ჩვენს შვილს. აუცილებელია გვქონდეს ცოდნა ყველა ასაკობრივ თავისებურებებზე, რომელ ასაკში რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ… 27 წელია ვმუშაობ ბავშვებთან, ჩემს შვილებთანაც ვიყენებ იმ შედეგზე ორიენტირებულ მეთოდებს, რასაც სხვებს ვუზიარებ. ვცდილობ, სხვა მშობლებსაც ზუსტი და კონკრეტული რეცეპტებით დავეხმარო და არა მაღალფარდოვანი ფუჭი სიტყვებით.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები