დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა” ფრანგულ ენაზე ითარგმნა

დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა” სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო ქართველმა მკითხველმა. ის უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიურ, ინგლისურ, რუსულ და შვედურ ენებზე.

ამჯერად „ბარაქიანი მიწა” ფრანგულ ენაზე ითარგმნა და ის ფრანგულმა გამომცემლობამ „ედისიონ დე სინმა“ გამოსცა.

წიგნი „მსოფლიო პოეზიის სერიით” დაიბეჭდა.

პოემა ფრანგულად ვერონიკა ბერგენმა თარგმნა. წიგნის გარეკანზე ნახატი ქართველ მხატვარს ლევან ჭოღოშვილს ეკუთვნის.

პოემისთვის “ბარაქიანი მიწა” ავტორს გადაეცა  ინგლისური გამოცემის „პოეზია ტბაზე“ და იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური საპატიო ჯილდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები