“ქართული ეროვნული სამოსი” “სკლენაკის” გალერეაში

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის “სკლენაკის” გალერეაში გაიხსნა გამოფენა “ქართული ეროვნული სამოსი”, რომელიც 30 მაისამდე გასტანს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტუმები.

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

„საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული  განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ქალბატონ ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ონდრეი სვობოდას და “ნაციონალური სამოსის სახლის” ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები