ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრან სლემი მოიგო

ყაზანის გრან სლემს, სადაც მნიშვნელოვანი ოლიმპიური სარეიტინგო ქულები თამაშდება, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ათკაციანი გუნდით ეწვია.

ტურნირის პირველ დღეს გათამაშებული ქალთა და კაცთა მედლების ხუთი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა უმსუბუქესი – 60 კილოგრამი  წონითი კატეგორია  – ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპული თამაშების ოქროს მედალოსანმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, პირველივე ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზში პირველი წრიდან ჩაება: დაამარცხა კამერუნელი, პორტუგალიელი, ჩეხი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში ოქროს ქულით მოუგო რუსეთის წარმომადგენელ რამაზან აბდულაევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე, მისთვის უხერხული მეტოქე რობერტ მშვიდობაძე „ოქროს ქულაზე “ შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები