XIX საუკუნის ხელნაწერი წიგნი – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“

1948 წელს რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაფუძნებისას პირველი ექპონატად საინვენტარო წიგნში XIX საუკუნის ხელნაწერი წიგნი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ფიქსირდება.

ხის ყდა, ტყავგადაკრული, დაზიანებული, ზედა და ქვედა ყდის შიდა მხარეს აქვს მინაწერები, ვახტანგ VI – ის რედაქცია, სათაურები დაწერილია წითელი მელნით, კალიგრაფი უცნობია.

„სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა ვითარებაში, საიდან და ვისგან შემოვიდა წერილობითი ძეგლი სიძველეთსაცავში. მუზეუმში დაცული ზეპირი გადმოცემის თანახმად და ცნობილი მხატვრის უჩა ჯაფარიძის ძმის ფილოლოგის ლადო (ვლადიმერ) ჯაფარიძის ინფორმაციით ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი მუზეუმს გადმოსცა სოფელ სევაში მცხოვრებმა ბაქრაძეების ოჯახმა.“  – ნათქვამია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები