ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და  მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა .

რაც შეეხება ორჭიდს – ძალოსანმა დაგროვილი 485  კილოგრამით  ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები