„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ს რუპი კაური ეწვევა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში საქართველოს ამერიკელი ავტორი, რუპი კაური ეწვევა.

რუპი კაური 28 წლისაა. მან ფართო აღიარება კაურმა წიგნის „რძე და თაფლი“ გამოშვების შემდეგ მოიპოვა. 2017 წელს კი მეორე წიგნიც გამოსცა – „მზე და მისი ყვავილები“, ამ წიგნით ის BBC-ს 100 ქალის სიაში შევიდა. ხოლო 2020 წელს მან ლექსების მესამე კრებული home body გამოსცა.

რუპი კაურის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ დირექტორის ნინია მაჭარაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ცნობილი მწერლის ჩამოსვლა იგეგმება.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები