„ევროვიზიის“ ვებგვერდზე მონაწილეთა გამოსვლის განრიგი გამოქვეყნდა

„ევროვიზიის“ ვებგვერდზე მონაწილეთა გამოსვლის განრიგი გამოქვეყნდა. ქართველი მომღერალი თორნიკე ყიფიანი 20 მაისს 2021 წლის „ევროვიზიაზე“ მე-10 ნომრად წარდგება.

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის მეორე ნახევარფინალში შეასრულებს სიმღერას „You“, რომელიც თავად შექმნა. არანჟირება Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე ავტორთან  ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა  მიიღეს მონაწილეობა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორია თემო კვირკველია. ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

„ევროვიზია-2021“-ის ნახევარფინალი კი 18 და 20 მაისს, ხოლო ფინალი 22 მაისს როტერდამში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები