ლანა ღოღობერიძე ხელოვნებისა და ლიტერატურის ფრანგული ორდენით დაჯილდოვდა

თბილისში, საფრანგეთის რეზიდენციაში, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა ქართველ კინორეჟისორს, სცენარისტს და მწერალს, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი გადასცა.

„ქ-ნი ლანა ღოღობერიძე მუდმივად შრომობდა საფრანგეთისა და საქართველოს მეგობრობის სასიკეთოდ. იგი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალჯერ იყო ნომინირებული და თავის შემოქმედებაში ქართველი ქალების, იმ დროისთვის დაუფასებელი ცხოვრება ასახა. მისი უკანასკნელი ფილმი «ოქროს ძაფი» 2019 წელს გამოვიდა.

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის შემდეგ, 2004 წელს, ქ-ნი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ხოლო შემდეგ, თავისი ქვეყნის ხმა იუნესკოში გააჟღერა. ამიერიდან ის საერთაშორისო კინემატოგრაფიისა და ფრანგულ-ქართული მეგობრობის შეუცვლელი სახეა,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი (L’Ordre des Arts et des Lettres) 1957 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებსაც დიდი მიღწევები აქვთ მხატვრულ ან ლიტერატურულ სფეროებში ან დიდი წვლილი შეიტანეს საფრანგეთსა და მსოფლიოში ხელოვნებისა და ლიტერატურის გავრცელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები