2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს

Eurovision Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოს 2021 წლის ევროვიზიაზე, თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიმღერით „You“.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს  – როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს აერთიანებს.  სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში გაიმართება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ქართველი მონაწილე, 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები