რატომ ეძებს ხმელ სუნელს და რას გეგმავს ქართველებზე შეყვარებული ქალი

ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას კედლიდან:

„დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ტელეფონზე ვსაუბრობდი. ლაპარაკის დასრულებისთანავე დისტანციაზე მყოფი ქალბატონი ჩემკენ დაიძრა და მორიდებით მკითხა წარმოშობის ადგილი.  საქართველოს გაგებისთანავე სამედიცინო პირბადეში თვალები გაუბრწყინდა.  სკამისკენ მიბრუნდა, დიდი ჩანთა გახსნა, მუხლზე მოიმარჯვა და  ხელით  რაღაცის ძებნა დაიწყო. ამოატრიალა, ამოქექა ყველაფერი და მთხოვა  შემდეგ ავტობუსს გავყოლოდი. დავამშვიდე… აი, ვიპოვეო, იქნებ დამეხმაროთო და პატარა ფურცელი მომაწოდა წარწერით- Khmeli Suneli. მომიყვა როგორ ეძებს ქართველს და ქართულ მაღაზიას სუნელების შესაძენად და პანდემიის შემდეგ საქართველოში გადასვლას გეგმავს. პენსია მინდა მშვიდად გავატარო და ბევრი გემრიელი კერძები გავაკეთო ახალი მეგობრებისთვისო. ქართული ფილმი სუპტიტრებით  გადიოდა და თქვენს საუბარს მივამსგავსეო…

ნამდვილი ქართული ხმელი სუნელი ბრიუსელში არ იყიდება. მეც სახლში მარაგი ამომეწურა და საქართველოზე შეყვარებული ბელგიელი ქალბატონი რუსულ მაღაზიაში როგორ გადამემისამართებინა. იქ დახვდება სულგუნიც, აჯიკაც, ხინკალიც, სვანური მარილიც, ღვინოც, თუმცა არა ის გემო, ჩვენ რაც გვიყვარს და რაც ნამდვილია.  ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ვუსურვეთ კორონავირუსის მალე დამარცხება.  დროა მაღაზია გავხსნა, სადაც ერთი დიდი კედელი KMELI SUNELI იქნება.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები