ლიტერატურული ფესტივალი – „სადაც ევროპა ხვდება აზიას“

25 – 28 თებერვალს, მწერალთა სახლი ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს – Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia  წარმოგიდგენთ. ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.

„ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანეთის ბიბლიოთეკა და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა – სიტყვები საზღვრებს გარეშე. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში.

საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ფესტივალის სტუმრებს. ფესტივალზე ასევე იხილავთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ მომღერალს ქეთი მელუას, რომელიც სპეციალურად მაყურებლისთვის იმღერებს.“ – აღნიშნულია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებები გაიმართება ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე და ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემა ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებში.

დასწრება უფასოა, გარდა 25 და 27 თებერვლის ღონისძიებებისა, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები