#იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ონლაინ აღინიშნება 

3 თებერვალს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება თბილისის დროით 12:00 საათზე გაიხსნება და იგი გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ღონისძიების მონაწილე. მოქალაქეებს შეუძლიათ გადაიღონ წიგნის ხმამაღლა კითხვასთან დაკავშირებით ფოტო-ვიდეო მასალა ან განახორციელონ სხვა აქტივობა, რომლის თაობაზეც ასოციაციის მიერ ინფორმაცია გავრცელდება სოციალურ ქსელში.

სრული ინფორმაცია იხილეთ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები