დოკუმენტური ფილმი “ცხინვალი 1920” თურქულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი “ცხინვალი 1920”, ინგლისური და რუსული ენების შემდეგ, თურქულ ენაზეც ითარგმნა და გახმოვანდა.

ფილმი თავისი ინიციატივით, უანგაროდ, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ერდოღან შენოლმა თარგმნა და გაახმოვანა.

დოკუმენტური ფილმი ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, ვის და რატომ სურს ისტორიული ფაქტების გაყალბება, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პროვოკაციის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენა და საქართველოს იმიჯის დაზიანება – ფილმი ამ კითხვებს მხოლოდ რეალური ფაქტებით, დოკუმენტური მასალების გამოყენებითა და დადასტურებული ისტორიული მოვლენების ანალიზით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები