ხირსა – პატარა ტოსკანა კახეთში 

ქეთი მოლაშვილის წერილი კახეთის – ქართული ტოსკანისა და მისი მივიწყებული, გაღარიბებული სილამაზის შესახებ, რომელიც უკვე ისე გაყოფითებულა, რომ ვერც ვამჩნევთ, ნანატრი ევროპული სილამაზე რომ აქვე, ჩვენს გვერდით არსებობს. 

იტალია, ტოსკანა! 

ასეთი დასახლებაა, ულამაზესი მთების ფონზე, აგურით ნაშენი ულამაზესი სახლები, დაბლა მარნები, მაღლა ხის აივნები, ხის აივანზე, ვაზი ასული.

ასე გგონია სადაცაა ჯულიეტა გადმოდგება აივნიდან ან რომეო იმალება სადმე აივანს ქვემოდან ♡

და ნაძვები, ნაძვები და ვენახები,

და ვენახები და ვენახები გადაჭიმული კილომეტრებზე და ირგვლივ, ყველგან სულ ნაძვნარი, სულ და სულ.

ხოდა ხომ გგონიათ, რომ მართლა ტოსკანაში ხართ და მართლაც იტალიაში?

არადა ხირსაა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ყველა აღწერა, რაც ფოტოს ახლავს, სახელების გარდა, სიმართლეა.

არადა რა საინტერესოა, ჩვენსას რატომ ვერ ვხედავთ და სხვების ზღაპრულ სილამაზეებად გვეჩვენება.

და რითაა ნაკლები ხირსის ღვინის მარნისთვის აშენებული ეს ულამაზესი აგურის სახლები? ტოსკანას მზით დახრულული სახლები რატომ გვეზღაპრება და ხირსის არც კი ვიცით?!

ამ სოფელში ასეთი ათობით სახლია, ფოტოს თუ დააკვირდებით, ამ ათობით სახლს, ახლა სიღარიბე სჭამს, ერთი ოჯახი ცხოვრობს სახლის ერთ კუთხეში, დანარჩენი ღვთის ანაბარაა მიტოვებული და ფანჯრებჩამტვრეული.

ხირსა ისტორიული სოფელია, საუკუნეების წინ, კერამიკას აწარმოებდნენ.

ახლა?

ახლა ყველა მიდის და არავინ ბრუნდება სოფელში, არავინ!

იტალიაში რომ დაგხვდებათ 30 წლის წინ აშენებული ასეთი ტიპის სახლი, წინ ულამაზესი ბაღით და ხეივნით, ხომ აღვფრთოვანდებით, უამრავ ფოტოს გადავიღებთ და დავჩექინდებით ტოსკანაში.

და ხირსა?

გინახავთ კი?

ან ის მაინც იცოდით, რომ ასეთი ტიპის სახლები იყო ხირსაში?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები