„Jingle Bells“ ქართული ელემენტებით და „INDIE NETWORK“- ზე ამღერებული „შარა“

ჯგუფი ,,შარა”, წარმატებით გამოდის საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ქართულ ეთნო მუსიკალური და ქორეოგრაფიული სანახაობით, რომელსაც მაყურებელი ოვაციებით ღებულობს.

ჯგუფი „შარა“ და მისი პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი უკვე ერთი წელია თანამშრომლობენ და ამ ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში უკვე ორი CD ჩაწერეს. საახალწლო დღეებში კი მათი ნამღერი ამერიკულ რადიო ტალღა- ზე  „INDIE  NETWORK“ აღმოჩნდა, სადაც საახალწლო ჩარტებში საუკეთესო სიმღერებში მოხვდა და   ამერიკელი მსმენელი მას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე უსმენდა. ქართული კვირა „შარას“ პროდიუსერს, მუსიკოსს ჭაბუკა ამირანაშვილს დაუკავშირდა და გაესაუბრა.

ჭაბუკა ამირანაშვილი: „პირველმა დისკმა, რომლის სახელწოდებაა „შარა  ქართულია“, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჯგუფის  მომავალზე. ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში თავისი კონცერტებით. ეს არის დიდი წარმატება რომელიც ერთი წლის მუშაობის  ისტორიას მოიცავს.

ჯგუფში არიან მოცეკვავეებიც რომლებიც ნამდვილად დიდ სანახაობას ქმნიან „შარას“ კონცერტებზე. ეს არის ნამდვილი შოუ – კომპაქტურ ჯგუფს, რომელიც 11 კაცისაგან შედგება, შეუძლია ნამდვილი ქართული ისტორია და თანამედროვე ფოლკიც ერთ ამოსუნთქვაზე აჩვენოს იმ  მაყურებელს,  რომელიც აღტაცებულია  ქართული ფოლკლორითა და ცეკვით.

საახალწლოდ  ჩვენმა პარტნიორებმა გერმანიიდან შეგვიკვეთეს, რომ ჩაგვეწერა საშობაო სიმღერები. მათ შორის იყო ცნობილი Jingle Bells, რომელშიც ქართული სიმღერის ელემენტებიც შევიტანეთ. სწორედ ეს სიმღერა აღმოჩნდა ერთ – ერთი  ამერიკულ რადიო ტალღა- ზე  „INDIE  NETWORK“,  სადაც საახალწლო ჩარტებში საუკეთესო სიმღერებში მოხვდა და   ამერიკელი მსმენელი მას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე უსმენდა. მე მოხარული ვარ რომ ჩვენ ეს შევძელით.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები