18 იანვრიდან დიდ ბრიტანეთში შესვლის წესი იცვლება 

COVID19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, 18 იანვრიდან ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის:

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

ახალი რეგულაციის გაუთვალისწინებლობის და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500;

ყველა მგზავრი ვალდებულია ჩამოსვლის შემდეგ გადავიდეს 10-დღიან თვითიზოლაციაში;

მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form – იხ. https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before… ) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს;

ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები