ცნობილი ბრიტანული გამოცემა საქართველოს საინვესტიციო გარემოს სტატიას უძღვნის 

„საქართველო – საინვესტიციო ლოკაცია რომელსაც თქვენ ეძებდით” – ამ სათაურით გამოაქვეყნა სპეციალური სტატია ბრიტანულმა ჟურნალმა,  FDI Alliance -მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

FDI Alliance ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოიცემა და ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურად, ასევე ელექტრონული სახით. ყოველ გამოცემას 200 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა მსხვილი ინტერნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები და ლოკაციის კონსულტანტები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები