საქართველოს საელჩო ავსტრიაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს 

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სადა ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები