იუნესკოს იტალიის კომიტეტმა ნუნუ გელაძეს მთარგმნელის პრემია და სპეციალური ჯილდო გადასცა

10 ოქტომბერს ქალაქ ორტასან ჯულიოში პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის  – “პოეტები ტბის გარშემო” და იუნესკოს იტალიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველ მთარგმნელ ნუნუ გელაძეს იტალიაში ქართული პოეზიის პოპულარიზაციისა და ფესტივალთან ოცწლიანი თანამშრომლობისათვის მთარგმნელის პრემია და სპეციალური პრიზი გადაეცა.

ნუნუ გელაძე 2001 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მონაწილეობს იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იტალიურად თარგმნილი და გამოცემული აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსთა კრებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები