ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მესამედ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ორი ახალგაზრდა ქართველი პოეტი, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ფესტივალის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლი და მასში ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები და მუსიკოსები მონაწილეობენ.

ფესტივალი თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და რეგიონების კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმას  ისახავს მიზნად.

წელს ფესტივალზე პირველად გაიმართება დოკუმენტური კინოს სექცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი წარადგენს.

ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილში კი მონაწილეობენ ისეთი ლიტერატორები, როგორიცაა ზურაბ ქარუმიძე, თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შაკო ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია და სხვ.

მუსიკალურ პროგრამაში წარდგება ჯგუფი „წერილი“ და ქანთრი-მუსიკოსი შოთა ადამაშვილი. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.