წარსულიდან თანამედროვეობამდე – ინტერიერის დიზაინის 500-წლიანი ევოლუცია

არქიტექტურა და დიზაინი, ისევე როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო, დროისა და მისი მოთხოვნების, გემოვნების შესაბამისად იცლება. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ განხვავდება, მაგალითად, თქვენი ბებია-ბაბიუს სახლი თქვენი თანამედროვე აპარტამენტისაგან და სულაც მუზეუმებსა და გალერეებში დაცული ნიმუშები იმ ავეჯისაგან, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებაში ვხვდებით.

ინტერიერის დიზაინი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ხელოვნებასა და კულტურაში გაბატონებული სტილის შესაბამისად, ციფრული გრაფიკოსებისა და დიზაინერების მუშაობის შედეგად კი შესაძლებელი გახდა, თვალი გადაგვევლო ამ სტილის 500-წლიანი ევოლუციისათვის.

 

რენესანსი ​- 1400-1600 წლები

რენესანსი, იგივე აღორძინება, გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

ამ პერიოდის ინტერიერი ჰარმონიითა და თავისუფლებითაა შთაგონებული და მაქსიმალურად ეხამება შენობების გარე ფასადებს, რომლებიც მეტწილად ორნამენტული იყო. დეკორატიულ ხელოვნებაში შეიმჩნევა ევროპულისა და აზიურის გავლენა, გადასვლები თითქოს ძალიან ფრთხილია და ფერები – არც ისე თამამი.

 

ბაროკო – 1590-1725 წლები

ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ  მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის  გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახლოებით 1600 წლისთვის რომში, იტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო

ბაროკოს თვისებებია: გრანდიოზულობა, ჰიპერბოლურობა, დინამიკურობა, რაც მიღწეულია მასების ამოძრავებით, ჩრდილ-ნათლის, რიტმისა და ფაქტურის კონტრასტებით. არქიტექტურაში ბაროკო იყენებს კოლოსალურ ორდერს; მრუდე ხაზებს, სიბრტყეებსა და ფორმებს; ხშირად მრუდხაზოვანი და უცნაური მოხაზულობისაა შენობის გეგმაც; ქანდაკებები დინამიკურია, თითქოს საყრდენს მოკლებულია.

 

როკოკო – 1700 

სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“.

 

 

ნეოკლასიციზმი – 1780-1880 წლები

ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.

თუ თქვენ ოქროს შუალედის მომხრე ხართ, თუ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები, მაშინ ნეოკლასიკა ისაა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ეს სტილი უხდება, როგორც საკუთარ სახლს, ისე თანამედროვე კორპუსის ბინას. ამ სტილის უნივერსალურობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ის არ კარგავს აქტუალობას.

 

Arts and Crafts – 1860 – 1910 წლები 

სიმარტივე , მასალების ხარისხი და ბუნებრიობა- სწორედ ესაა ამ სტილის დამახასიათებელი მთავარი ელემენტები. სტილი, რომელიც ინდუსტრიალიზაციის პერიოდის გამოძახილია, ძალიან პოპულარული გახლდათ ამერიკაში .

 

არტ-ნუვო 1890 – 1920 

არტ-ნუვო, იგივე მოდერნი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. არტ-ნუვომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული განვითარება პოვა, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კი ანტონიო გაუდი იყო.

 

 

არტ-დეკო 1920-1960

არტ-დეკო ადრეული XX საუკუნის მიმდინარეობაა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. არტ-დეკო სიმსუბუქითა და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა, იგი აერთიანებს რამდენიმე კულტურას: აფრიკულ ეგზოტიკას, ინდურ მოტივებსა ეგვიპტურ ხელოვნებას.

 

 

მოდერნიზმი -1880 -1940 

ინტერიერშიც ტერმინი „მოდერნიზმი“ ნიშნავს „თანამედროვეს და ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს უწოდებენ. მოდერნიზმი თავის თავში გულისხმობს ექსპერიმენტებს ფერებთან და სივრცესთან. ძირითადად გამოიყენება ნეიტრალური ფერები, რომელსაც შემდგომში უხამებენ კონტრასტულ ფერებს. კედელი არ წარმოადგენს ერთ მთლიანობას. ის გაფორმებულია დაფარული კარადებით, შეჭრილი თაროებით, ალუმინის სხვადასხვა პანელებით და ა.შ.

 

 

ბაუჰაუსი – 1919-1934 წლები

ბაუჰაუსი — სახელოვნებო სკოლა გერმანიაში, რომელიც აერთიანებდა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას. სკოლა მოქმედებდა 1919 წლიდან 1933 წლამდე. ტერმინი გერმანულად ნიშნავდა „კონსტრუქციული სახლი“ და მისი მნიშვნელობა იყო „მშენებლობის სკოლა“. ბაუჰაუსი ინტერიერში გერმანულ მინიმალიზმსა და კომფორტს აერთიანებს.

 

 

პოსტმოდერნიზმი  – 1970 წლიდან დღემდე

თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას.

 

კონტემპორარი – 1980 წლიდან დღემდე 

კონტემპორარი არის სტილი , რომელიც იქმნება ახლა და ის მუდმივად ცვალებადია . 5 წლის წინანდელი კონტემპორარი და დღევანდელი – შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან , რადგან დროთა განმავლობაში იცვლება სტანდარტები. დიზაინის ეს სტილი წარმოაჩენს იმას , რაც ხალხს უნდა და მოსწონს იმ კონკრეტულ მომენტში .

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები