იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად – არქიტექტურიდან მწვანე ფილოსოფიამდე

მეტი სიმწვანე, მეტი სიჯანსაღე, მეტი მდგრადობა… სამშენებლო კომპანია ,,მეტი დეველოპმენტის“ და მისი მთავარი არქიტექტორის მწვანე ფილოსოფია ქვეყნის მშენებლობაში დადებული წილი აგურით, გარემოსა და ეკოლოგიის გლობალურ მასშტაბებში გაჯანსაღებაა. ,,იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“ – მიმხელს მისი ,,ინსპირაციისთვის“ საჭირო სიტყვებს გიორგი გაბუნია. არქიტექტორი 20 წლიანი ,,სტაჟით“, ევროპული გამოცდილებით, ინოვაციური მიდგომებით და ამბიციური გეგმებით…

– რა არის ,,მეტი დეველოპმენტის“ მეტი?

,,მეტი დეველოპმენტის“ მეტი ეს არის არამხოლოდ ამბიციური სახელი, არამედ მსოფლმხედველობა. ცხადია, აქ არ მოიაზრება მხოლოდ წარმატებული ბიზნესის შექმნა…  მთავარია, მეტი პასუხისმგებლობა და მოთხოვნილება საკუთარი თავის მიმართ. ცვლილებები ჩვენიდან იწყება, შიგნიდან უნდა მოდიოდეს მუხტი – აკეთო სწორი და მართალი საქმე.  ,,მეტი“ არის მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. უნდა გაუსწრო დროს და შექმნა პროდუქტი, რომლისთვისაც საზოგადოება შეიძლება ხვალ ან ზეგ იყოს მზად. არქიტექტორი შორსმჭვრეტელია, აპროექტებს დღეს, მაგრამ პროექტმა შეიძლება სრულყოფილი სახე 2-3 წლის შემდეგ მიიღოს. უნდა გაითვალისწინოს რა მოთხოვნილება იქნება სწორედ იმ დროს, როდესაც პროდუქტს დაასრულებს.

– რას ჰპირდება ,,მეტი დეველოპმენტი“  მომხმარებელს?

–  მეტი ეკოლოგია, მეტი ჯანსაღი გარემო და მეტი მდგრადობა – ეს ნიშნავს სიმწვანეს, ბევრად უფრო სუფთა ურბანულ ჰაერსა და გარემოს. 

ჩემი ,,მოტო“, მამოძრავებელი არის სიტყვები: ,,იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“. სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ვემსახურებით: აგურს ვდებთ ქვეყნის აღმშენებლობაში, რაც გლობალურ მასშტაბებში აჯანსაღებს გარემოსა და ეკოლოგიას. 

– რა არის თქვენთვის, როგორც არქიტექტორისთვის ,,მეტი“?

– კომპანიის დამფუძნებლებსა და ჩემს, როგორც მთავარ არქიტექტორს შორის, აზრების თანხვედრა თავიდანვე მოხდა. ჩვენ უნდა აგვეშენებინა, შეგვექმნა ჯანსაღი და პერფექციონისტული მომავალი. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება ,,მეტი დეველოპმენტში“ მოვახდინო ისეთი იდეების რეალიზება, რითაც თანამედროვე, განვითარებული მსოფლიო ხელმძღვანელობს. ჯანსაღი ცხოვრება ჩემი ყოველდღიურობაა: ვცდილობ არ დავაზიანო და დავაბინძურო გარემო, ასევე მოვიხმარო ყველაფერი ქართული ორი ფაქტროს გამო: ადგილობრივი წარმოება წავახალისო და იმპორტ-ექსპორტის დროს, გარემოს დაზიანებას არ შევუწყო ხელი.

– რას ქმნით ,,მეტი დეველოპმენტისთვის“?

– არქიტექტურა მხოლოდ ესთეტიკას არ ეყრდნობა, ფორმა უნდა მიჰყვებოდეს ფუნქციას და არ იყოს ,,კიჩური“. რა არის ყველაზე სწორი და მართალი?

 ეს არის მდგრადი არქიტექტურა. სწორედ ამას ვქმნით და ამით ვამაყობთ. მე, როგორც არქიტექტორი, ვქმნი არამხოლოდ ფასადებს, არამედ მთლიან კონცეფციას და არქიტექტურას –  ცხოვრების ახალ სტანდარტს. მაგალითად, ავიღოთ ვერტიკალური ბაღები – აქტიურად ვითანამშრომლეთ დენდროლოგებთან, განვსაზღვრეთ მცენარეების სახეობები და შევარჩიეთ ადგილობრივი ენდემური ჯიშები (ქართულის პროპაგანდისთვის), რომლებსაც შეეძლოთ მეტი ურბანული ხარისხის შემოტანა: ბევრი ჟანგბადი და ნაკლები მწერი, პარაზიტი. წლის 4-ივე სეზონზე სხვადასხვა ფერის ყვავილობა ჰქონოდათ და მეტი ფერადოვნება შემოეტანათ ჩვენს შექმნილ გარემოში. ჩვენთვის, მთავარია საზოგადოების ყველა წევრზე ზრუნვა. ამისთვის დავიწყეთ სხვადასხვა ინიციატივის რეალიზება, მაგალითად შშმ პირებებზე მორგებული პროექტები. კანონის მიხედვით, ეს მინიმალურ ინიციატივებს მოითხოვს. ჩვენ მეტი გვინდა, არამხოლოდ კანონით მოთხოვნილი პანდუსების და პარკინგის შექმნა, არამედ მათ საჭიროებებზე მორგებული უფრო კომფორტული გარემო…

– თქვენი პროგრამა ,,მინიმუმი“ და ,,მაქსიმუმი“?

-,,მეტი დეველოპმენტის“ სახელიდან გამომდინარე, ჩვენი პროგრამა ,,მინიმუმი“ სხვის პროგრამა ,,მაქსიმუმზე“ მეტია. მინიმუმი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა, შშმ პირებზე ზრუნვა, ეკომეგობრული მობილობა (ელექტრომანქანის დამტენებით აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსები, ველოპარკინგები და სხვა) და ხარისხიანი მასალით ნაშენი ენერგოეფექტური ბინები, მაღალი ხარისხის ხმისა და თბოიზოლაციით. ჩვენი მაქსიმუმი ,,მინიმუმზე“ დაფუძნებული სტანდარტების, რაც შეიძლება მეტ ობიექტზე გატარება და მიღწეული შედეგით გაცილებით მეტ ადამიანამდე მისვლაა.

– მომავლის პროექტები და ,,მეტი დეველოპმენტი“…

– ექსპერიმენტები არ გვაშინებს.  შემოგვაქვს ახალი ურბანული პარადიგმები ქართულ რეალობაში და ვხდებით პიონერები. ჩვენი ყოველი პროექტი არის უფრო მდგრადი, უფრო ეკოლოგიური, ჯანსაღი და მეტი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შექმნილი, ასე გაგრძელდება მომავალშიც.

– ,,ინსპირაციისთვის“ მეტი…

– არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემი შთაგონების წყარო სიმწვანეა, მოქმედებაში კი განცდა მეხმარება – საქმით გამოვადგე ქვეყანას. მიხარია, რომ ჩემი და ,,მეტი დეველოპმენტის“ აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით, დადებითად აისახება არამხოლოდ კომპლექსის შიგნით მაცხოვრებელზე, არამედ მთელ ქალაქსა და გარემოზე…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები