უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესულ  ცვლილებებში.

„ცვლილებების თანახმად, 14 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული.

საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ქვეყანა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ან ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.“ – ნათქვამია განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები