„რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ერთ – ერთმა სავიზიტო ბარათმა – „რვაფეხას“, როგორც მას ბათუმელები უწოდებენ, კაფე „ფანტაზიის“ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ დაწესებულებას ცოტა ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა, შენობამ ძველი იერსახე შეინარჩუნა, ის მოზაიკით მოაპირკეთეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ბილიკები მოაწყვეს და  შადრევანი აღადგინეს.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1975 წელს გაიხსნა. მოზაიკური შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები