სპეციალური რეისით ათენიდან სამშობლოში კიდევ 171 ადამიანი დაბრუნდა

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ივლისს შესრულდა ჩარტერული ავიარეისი ათენიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 171 თანამემამულე.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარული ფრენები განახლდება მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის, პარიზი-თბილისი-პარიზისა და რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები