„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი პროექტი დაიწყო

 „საქართველოს რკინიგზამ“  ახალი პროექტი დაიწყო. მატარებლების მგზავრები მოგზაურობას ისტორიულ ექსკურსიას შეუთავსებენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ, ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიებს სპეციალისტები უამბობენ. მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის რეისზე მგზავრებს მეგზურობა ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ  გაუწია.

 „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურება. პროექტი საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები