ჯასთინ მაქენზი სმითი – “ქართველ ხალხს მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში”

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ვიდეო გაავრცელა და ქართველებს მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო ჩემთვის უდიდესი პატივი ვყოფილიყავი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ოთხი წლით. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი შესანიშნავი ოთხი წელი. ყველას დიდი მადლობა, მთელ ქვეყანას, ასეთი გულთბილი მიღებისთვის და უშურველი მასპინძლობისთვის. საქართველოს და, საერთოდ, ქართველ ხალხს, მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მე, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, თავი არ დავზოგე, შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე ქართველი და ბრიტანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, რადგან, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“, – თქვა ჯასთინ მაქენზი სმითმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები