ქართული ღვინოების ტრიუმფი საერთაშორისო კონკურსზე 

პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.

ოქროს მედლები ერგოთ იბერიელს -„ზურაბ თოფურიძე ჩხავერი  – 2018“ და მარანს – „დიმნა“- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინების სპეციალური ჯილდო.

ვერცხლის მედლები: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე – 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“  – 2016“.

ჟიურის ღვინის მაგისტრი, ელიზაბეტ გაბაი ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა.

“ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა”, – ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.