FIBA – მ საქართველოს XXI საუკუნის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) საქართველოს XXI საუკუნის სიმბოლური ნაკრები  – Dream Team დაასახელა.

კენჭისყრა, FIBA-ს ვებგვერდზე, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო,

გამოკითხვის მონაწილეებს უნდა აერჩიათ 12 წარმოდგენილი კალათბურთელიდან საუკეთესოები.

საქართველოს სიმბოლურ ნაკრეში დასახელდნენ თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიკსონი.

ხუთეულის მიღმა აღმოჩდნენ გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ბექა ბურჯანაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები