“2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს, რომელმაც გაანადგურა მისი ორგანიზმი”

„ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ რომ კორონა არსებობს, ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ.“ – ასე იწყება წერილი, რომელიც მე-14 გარდაცვლილის ახლობელმა, ნატო ანთიამ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. 

„ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ რომ კორონა არსებობს, ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ.

გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია.

არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება, ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამ თქვენ, ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.“ – წერს ნატო ანთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები