Forbes-მა საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად დაასახელა

გამოცემა Forbes-მა  საქართველო იმ  20 ქვეყნას შორის დაასახელა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში შესაძლოა ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცეს.

„თბილისი საქართველოს დედაქალაქია, საქართველომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა პანდემიისას და შესაბამისად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით,   კორონავირუსის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა.

1 ივნისიდან ქვეყანა საზღვრებს ხსნის და ყველა ზომას იღებს, რომ მოგზაურებიც და თავისი მოსახლეობაც დაიცვას.

საქართველოში ათას სულ მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლია, ვიდრე შვეიცარიასა და დანიაში.“ – ნათქვამია სტატიაში.

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები