თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხშირად ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩო) და საკონსულო დაწესებულებების (გენერალური საკონსულოები ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში) ერთმანეთში აღრევის ფაქტები, რაც, ასევე, წარმოშობს გაუგებრობას თურქეთის შესაბამისი უწყებებისთვის (საემიგრაციო სამსახური, პოლიცია, პროკურატურა და სხვა) მიმართვის შემთხვევაშიც, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ანკარაში საქართველოს საელჩომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ გააკეთოს შემდეგი სახის განმარტება:

„♦თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო (რომელსაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხელმძღვანელობს) მდებარეობს დედაქალაქ ანკარაში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს. ასევე, ქ. ანკარაში განთავსებულია ყველა ქვეყნის საელჩო;

♦ანკარაში საქართველოს საელჩო კურირებს საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის და სხვა სფეროებში და რასაკვირველია, საკონსულო საკითხებსაც;

♦ამასთან, ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ფუნქციონირებენ საქართველოს გენერალური საკონსულოები, რომლებიც ადგილზე და მათი დაფარვის საკონსულო ოლქებში ახორციელებენ საკონსულო საქმიანობას;

♦ამავდროულად, ანკარაში საქართველოს საელჩოშიც ფუნქციონირებს საკონსულო სამსახური;

♦თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გიორგი ჯანჯღავა;

♦სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულია ინგა კიკვაძე;

♦ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულია გელა ჯაფარიძე;

♦ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელია კონსტანტინე კოტარია;

♦ასევე, ქ. იზმირში ფუნქციონირებს საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.