გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 2020 წლის 12 მაისს, კომპანია “Georgian Airways” განახორციელებს ფრენას ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება კომპანია “Georgia Airways”-ის ვებ-გვერდზე.

რეისთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: 07872064830

მაისის ლონდონი თბილისის რეისი შესრულდება გეტვიკის აეროპორტიდან, ლონდონი. რეისის დრო და ტერმინალი დაზუსტების შემდეგ “Georgian Airways”-ის ვებ გვერდზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.