სოფელი გორელოვკა – დუხობორების ფუნჯით მოხატული სახლები

XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ჯავახეთში გადმოასახლა დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან. სახელი „გორელოვკა“ მათი შერქმეულია.

დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი.

ადგილობრივი სომხები გორელოვკის ძველ სახელწოდებად ბუღდაშენს ასახელებენ. სიძველეებიდან ამ დიდ სოფელში ახლა აღარაფერია შემორჩენილი, თუმცა XX საუკუნის 30-იან წლებში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ახსოვდა, რომ გორელოვკის ძველი სოფლის ნანგრევებზე იყო აშენებული.

1895 წელს 2000-მდე დუხობორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხობორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს.

90–იან წლებამდე დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, თუმცა 1990-იანებში მათმა უმეტესობამ საქართველო დატოვა, თუმცა დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ამ სოფელში ფუნჯით მოხატული ლამაზი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები