გაკვეთილები საზღვრებს გარეშე – ქართველი ემიგრანტი ბავშვების მიერ დისტანციურად შესრულებული “სულიკო”

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ – ეს არის პროექტი, რომელმაც მრავალი ემიგრანტი ბავშვი საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან საქართველოსა და ქართველ თანატოლებს დააკავშირა. მათ გაკვეთილებს ვერც არსებულმა სიტუაციამ შეუშალა ხელი და მორიგ ონლაინშეხვედრაზე “სულიკოც” შეასრულეს. 

“ჩვენი გაკვეთილები ამცირებს მანძილს და ზრდის ურთიერთობას! ეს ჩვენი ხალისიანი გაკვეთილებია შემეცნებით-საგანმანთლებლო საუბრების, მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებისა და თვალსაჩინოების თანხლებით! შეხვედრები, სადაც ქართული სიტყვა, ლექსი, სიმღერა თუ სამზარეულო მხოლოდ ბავშვებს ეკუთვნის! ადგილი, სადაც ქველმოქმედებაზე, სიყვარულსა და პატრიოტიზმზე საუბრობენ!” – პედაგოგი, ია ჯღარკავა.

პროექტი ფონდის -“დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.