ვირუსი დაამარცხა და მეორე დღესვე სხვების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დადგა – ქართველი ექიმის ისტორია ესპანეთიდან

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ქართველი ემიგრანტი ექიმი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა. “ქართული კვირის” მკითხველი რამდენიმე მათგანს უკვე იცნობს.

34 წლის ქართველი ექიმი ნათია, ერთ-ერთია მსგავს მედიკოსებს შორის – ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას თავადაც მოუწია უხილავ მტერთან ბრძოლა, იმკურნალა სახლში, რადგან იცოდა, რომ კლინიკაში საკმარისი ინვენტარი არ ჰქონდათ და ვირუსი დამარცხებიდან მეორე დღეს სხვა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დადგა. 

ქართველი ექიმის ისტორია მისი მეგობრის მეშვეობით გახდა ცნობილი:

“მინდა იცოდეთ 34 წლის ქართველი ნათიას შესახებ…
ნათია მუშაობს ბარსელონის ფასიან ჰოსპიტალში,სადაც პანდემიის გამოცხადების მერე,ჰოსპიტალი მთლიანად გადავიდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებზე და 3 სართული მთლიანად დაუთმეს!
ერთ დღეს ნათია ავად გახდა,დაეწყო დიარეა,დაკარგა ყნოსვა,გემო,ძალა,გაუკეთეს ტესტი და აღმოაჩნდა კორონავირუსი. სახლში უნდა ყოფილიყო,იზოლაციაში 1 ოთახში,ისე ცუდად იყო მარტო წყალს და მოხარშულ ბრინჯს იღებდა 2 კვირა. როცა გაუჭირდა სუნთქვა,მთავარმა ექიმმა შესთავაზა,ჰოსპიტალში გადასვლა და მკურნალობის იქ გაგრძელება მაგრამ უარი თქვა,რადგან კარგად იცოდა რამდენი ადამიანის ინვენტარი ჰქონდათ და დარჩა სახლში. რომ ვკითხე:არ ინანე, როცა მძიმედ იყავი-მეთქი?! მითხრა:ერთხელ ვინანე, როცა ჩემს დაქალს,რომელიც მივლიდა იმას გადაედო ჩემგანო.ნათიას არ აქვს ფეისბუქი,არ უყვარს გამოჩენა და ამიკრძალა გვარის ხსენება. მე-3 განმეორებითი ტესტის მერე უარყოფითი პასუხი აჩვენა და მე-2 დღესვე სამსახურში დაბრუნდა. 
#დარჩისახლში 🙏” – წერს მარი ნავროზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.