ქართულმა თამაშმა „Medulla Game” “Indigo Awards”-ზე სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო

ინდი-თამაში „Medulla Game“ კრეატივ დირექტორმა და დამფუძნებელმა გია ბოხუამ და Lemondo Gamese-მა 2020 წლის მარტში შექმნეს.

„Medulla Game“ ერთგვარი  სათავგადასავლო თამაშია, სადაც პერსონაჟს მოგზაურობისას სხვადასხვა დაბრკოლება და თავსატეხი ხვდება.

სწორედ ამ ქართულმა ინდი-თამაშმა „Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე “Indigo Awards ” სამი ოქრო და ერთი  ვერცხლი მოიგო.

ნამუშევარმა სამ  კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო.  “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი ვერცხლი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.