მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა 

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა შეასრულა. წელს, ისტორიაში პირველად, რიტუალს მორწმუნეები არ ესწრებიან.

ტაძარში მართლმადიდებლური ეკლესიის 15-მდე წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმინდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს თვითმფრინავში მიაწვდიან. დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

სპეციალური ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩამოიტანს –  აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.