ახალი ამბები წერილები

“ამ პოსტის დადების მიზანი ის არის, რომ  იცოდეთ  როგორი სირთულის პროცესთან გვაქვს საქმე”

თაზო იორაშვილის კედლიდან.

“მეგობრებო გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი ისტორია და გითხრათ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა მაღალი სიცხე, ხველა, სისუსტე, ყნოსვის დაქვეითება. საბედნიეროდ ტესტი უარყოფითია, მაგრამ ორმხრივი პნევმონია მაქვს და მინდა გითხრათ, რომ ურთულესი პროცესია. ასეთი სისუსტე ცხოვრებაში არ მქონია, გართულებული სუნთქვის და საშინელი ხველის გამო გგონია, რომ იხრჩობი… სიტყვებით მიჭირს ახსნა, ფიზიკურად როგორი რთული გადასატანია ეს ყველაფერი.

ეს, რა თქმა უნდა, Covid 19- თან შედარებით გაცილებით შერბილებული მდგომარეობაა! მე ეს გამოვიარე და დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს უმაგრესი ექიმების წყალობით, ყველაფერი კარგად არის და სახლის პირობებში განვაგრძობ მკურნალობას.

ამ პოსტის დადების მიზანი არის ის, რომ  იცოდეთ  როგორი სირთულის პროცესთან გვაქვს საქმე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე თითოეული ადამიანი, ისევე როგორც სრულიად სამედიცინო სექტორის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, პირადად ჩემთვის, არის და იქნება გმირი!

ყოველდღიურად ყურადღებით ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვაკვირდებოდი, თავდადებას და არაამქვეყნიურ ტემპში შრომას,  მთელი დღის განმავლობაში სპეცეკიპირებაში ყოფნას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი ახერხებენ თავიანთი საქმის პირნათლად შესრულებას!

მათ რესურს უნდა გავუფრთხილდეთ!  მათაც ჰყავთ ოჯახები, რომელთა ჯანმრთელობაც დასაცავია! თუმცა, მიუხედავად ამისა ისინი,  24 საათის განმავლობაში, ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად დგანან, რისთვისაც უღრმესი მადლობა!

უმორჩილესად გთხოვთ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, ნუ გახვალთ სახლიდან.

დარჩით სახლში.”

სხვა სიახლეები

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ

Editor

“შინდისს” აშშ-ში, სანტა ბარბარას კინოფესტივალზე უჩვენებენ

Editor

„თბილისი – აღმოსავლეთის „ცხელი“ წერტილი“ – საქართველო ფრანგული გამოცემის გვერდებზე

Editor

ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაარსდა

Editor

ქალაქ ოსლოში, ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გაიმართება

Editor

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

Editor