თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.