“ტოვებდა და ტოვებდა ამ სტენდთან ხალხი პროდუქტს… გორები იდგა…”

ნინო თარხნიშვილის კედლიდან:

“გინდ ის თქვით, გინდ ეს. კარგი ხალხი ვართ. ვიცით გვერდში დგომა.

“გუდვილში” ჩავედი დღეს მარაგის შესავსებად. მერიის სტენდები დგას, სადაც ხანდაზმულებისათვის სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები გროვდება. ჰოდა, ტოვებდა და ტოვებდა ამ სტენდთან ხალხი პროდუქტს. გორები იდგა ბურღულეულის, ორცხობილების, ზეთის, პირველადი მოხმარების საგნების. ყელში ბურთი მომებჯინა.

კარგი ხალხი ვართ. კარგად ვიქნებით.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.