მიტანის სერვისი თბილისში 1881 წელს 

გამოძახებისა და ონლაინშეკვეთის სერვისი კარანტინის პირობებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა. დღეს ეს სერვისი უკვე არავის უკვირს, თუმცა იყო დრო, მსგავსი იდეები საკმაოდ ნოვატორულად ჟღერდა. 

“ამბობენ, ჩვენი ქალაქის ერთ მცხოვრებს პ.ბელოის განზრახვა აქვსო, რომ დააარსოს თბილისში დამტარებელთა კანტორა, რომლის მსგავსი ყველა დიდ ქალაქებშია და რომლის დანიშნულება იქნება, რომ ჩაბარებული ნივთები, წიგნები და სხვა ყოველგვარი ნივთები თავის კაცებს წააღებინოს ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეში. ამ მიზნით კანტორას ეყოლება დამტარებელი კაცები დაყენებული ქალაქის რამდენსამე ალაგას, გალავნის პროსპექტზე, ერევნის მოედანზე სასახლის ქუჩაზე და სხვ.” – 1881 წელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები