კახელი პაპას ტიტები მადლიერების ნიშნად ექიმებს მიართვეს

63 წლის კახელი მებაღის, კაკო ჯეირანაშვილის ამბავმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო. მებაღე ტიტების რეალიზაციას ვერ ახერხებდა.  ბაღში ყვავილები ნელ-ნელა ჭკნებოდა, თავად კი შემოსავლის გარეშე დარჩა. სოციალური კამპანია “აჩუქე ტიტები ონლაინ” მალევე პოპულარული გახდა და ადამიანების დიდმა ნაწილმა კაკო პაპას ტიტები დისტანციურად “შეიძინა”. მებაღისათვის 5000 ლარიც მალევე შეგროვდა.

დღეს კი, მადლიერების ნიშნად, მოქალაქეებმა კაკო პაპას 1500 ტიტა იმ ექიმებს დაურიგეს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

იურისპრუდენცია-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები