“მამშვიდებს – ნუ გეშინია, ხედავ რა მაგრად ვებრძვით კორონასო…”

“დიახ, ეს ჩემი დედიკოა! ექიმი, რომელიც დადის მკაცრ საკარანტინო ზონაში – მარნეულში…არ შემეძლო ეს არ დამეწერა…” – ასე იწყება წერილი, რომელიც ანანო მჭედლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“დიახ, ეს ჩემი დედიკოა!

ექიმი, რომელიც დადის მკაცრ საკარანტინო ზონაში – მარნეულში! სწორედ იმ მულტიფუნქიონალურ კლინიკაში, სადაც კარანტინი გამოცხადდა,  თან ისე, რომ ამას არც ახმოვანებს ზედმეტად, მე კიდევ არ შემეძლო ეს არ დამეწერა.

როდესაც ვუთხარი აღარ წახვიდემეთქი მისი პასუხი იყო ის, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალი და პროფესიული მხარე არ აძლევდა ამის უფლებას და ასეთ დროს ვერ დატოვებდა ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში!!! პირიქით, ასეთი ვითარება კიდევ უფრო სტიმულს მაძლევსო, როცა ვიცი სულ ცოტათი მაინც ვეხმარები მოქალაქეებსო!!

თან არ დაგავიწყდეთ 3 შვილის დედაა…

ყოველდღე მაოცებს ეს ადამიანი!

დილით მე მიმყავს სამსახურის მანქანასთან(თბილისიდან მარნეულში რომ წავიდეს), თითქოს ასე უფრო დაცული იქნება Covid-19- გან და როცა გადადის მანქანიდან აქეთ მამშვიდებს – ნუ გეშინია, ყველაფერი მაგრად იქნება, ვერ ხედავ რა მაგრად ვებრძვით კორონასო!!!

უზომოდ მიყვარხარ ჩემო შეუდარებელო.

აი, ასეთი დედიკო მყავს მე!

მადლობა დე!!!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.