ახალი ამბები დიასპორები

ემიგრანტები ემიგრანტებისათვის – საბერძნეთის ქართული დიასპორა ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს

საბერძნეთის ქართული დიასპორა ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს და თხოვს, სანამ მომდევნო სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ, მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. 

“მეგობრებო, სიტუაცია უფრო რთულადაა, ვიდრე მოველოდით. ცნობილია, რომ გუშინ გაფრინდა პირველი თვითმფრინავი ათენიდან თბილისში, ასევე ვიცით, რომ მეორე რეისიც იგეგმება მალე. მიუხედავად ამისა, არიან საბერძნეთში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები, რომლებსაც აღარც ფული აქვთ დარჩენილი, ვერც სასტუმროებში რჩებიან, რადგან ყველა დაკეტილია ამ პანდემიის ფონზე და მალე საკვებიც დაუმთავრდებათ მოკლედ რომ ვთქვათ, მძიმე სიტუაციაა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანების დახმარება, სანამ გაფრინდებიან და გთხოვთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. კერძოდ, საჭიროა:

უმთავრესი:  დასარჩენი ადგილები. ეს იქნება თქვენს სახლში 1 ოთახი, თუ 1 საწოლი, მნიშვნელობა არ აქვს. გვესაჭიროება, რომ დავაბინავოთ ჩვენი მოქალაქეები. იქნება უფასოდ? ეს საუკეთესო ვარიანტია! თანხა იქნება გადასახდელი? ესეც მისაღებია.

საელჩო ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს საბერძნეთში ჩარჩენილ მოქალაქეებს და დიასპორულ ორგანიზაციებთან და აქ მცხოვრებ ქართველებთან ერთად უზრუნველყოფს მათი კვების პროდუქტებით და პირველადი საჭიროებებით მომარაგებას.

ამ ეტაპამდე ოცამდე ადამიანი გვყავს დაბინავებული თუ მეტი არა.

შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი კონსული დაგიკავშირდებათ ბინის ან საწოლის თაობაზე.

ვისაც გსურთ, შეგიძლიათ რომ საკვებით, ან სხვა საშუალებით მიიღოთ მონაწილეობა მათი დახმარების საქმეში. შეგიძლიათ პირდაპირ მიხვიდეთ პატისიონის N81-ში, მეორე სართულზე და მიიტანოთ. ან უბრალოდ დარეკოთ შემდეგ ნომერზე ტელ: 21 1417 1712 და სახლში მოვლენ თქვენთან და წამოიღებენ.

ტელეფონი ეკუთვნის ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მხარში უდგას საელჩოს ამ რთულ ვითარებაში.

მეგობრებო, გთხოვთ, ასეთ კრიტიკულ მომენტებში დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს” – წერია გავრცელებულ მიმართვაში

სხვა სიახლეები

ბერლინში, ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთ გამარჯვებულს პრიზს ნინო კირთაძე გადასცემს

Editor

ანსამბლი „ბასიანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნეს მართავს

Editor

“კავკასიური კულტურის საღამოს” მადრიდი უმასპინძლებს

Editor

10 წლის ქართველი ვირტუოზი პირველ სოლო-კონცერტს გამართავს

Editor

ეროვნული მუზეუმი მსურველებს ვირტუალურ ტურს სთავაზობს

Editor

საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

Editor