კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ქართველი პაციენტი გამოჯანმრთელდა 

ფოტო გადაღებულია ჩინეთში

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ე.წ ნომერ პირველი პაციენტი, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, გამოჯანმრთელდა. გუშინ COVID 19-ზე ხელმეორედ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 

“პირველ პაციენტს, რომელსაც 26 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მე-14 დღეს ჩავუტარეთ ხელახალი ტესტი და მაშინ მივიღეთ პასუხი – მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი იყო უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, თუმცა, წესისამებრ, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს ტესტირება და თუ იმავე პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია” – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები