საზაფხულო არდადეგებზე ჰამბურგში, ბერლინსა და ლიუბეკში 50- მდე სტუდენტი გაემგზავრება

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პირველკურსელი მაგისტრანტის, გიორგი მამულაშვილის პროექტი გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.

“გერმანიაში 5 პარტნიორი კომპანია გვყავს. სტუდენტები მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდებიან და მათი ანაზღაურება 2000- დან 2500 ევრომდეა, რაც ჩვენს რეალობაში კარგი შემოსავალია. ეს ნიშნავს იმას, რომ საზაფხულო დასაქმებით მიღებული შემოსავალი სტუდენტებისთვის მთელი აკადემიური წლისთვის საკმარისია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტუდენტი ქირით ცხოვრობს”, – ამბობს გიორგი მამულაშვილი.

წელს, საზაფხულო არდადეგებზე, გერმანიის რამდენიმე ქალაქში – ჰამბურგში, ბერლინსა და ლიუბეკში 50- მდე სტუდენტი გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.